Thursday, June 4, 2009

იმპრესიიმპრესიონიზმი და მისი მიმდევრები





1880-იანი წლების საფრანგეთში იმპრესიონიზმა ხელი შეუწყო მხატვრობის უფრო რადიკალური,ინდივიდუალური მიმდინარეობის ჩამოყალიბებას.იმპრესიონიზმი ფრანგული ხელოვნების სადავო,მაგრამ ძალიან გავლენიან სკოლას წარმოადგენდა.იმპრესიონისტებმა სულ რვა გამოფენა მოაწყვეს.უკანასკნელი კი ჩატარდა 1886 წელს.ამის შემდეგ კი იმპრესიონიზმის ისტორია სრულდება,რის შემდეგაც თითოეული მხატვარი საკუთარ გზას დაადგა.
იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშნელოვან როლს თამაშობს მონე.ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან–შთაბეჭდილება,მზის ამოსვლა.
იმპრესიონისტი მხატვრები თავიანთი ნაწარმოებებისათვის სიუჟეტებს თანამედროვე,ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ.რეალობას ისინი საკუთარი,პირადი ხედვის მიხედვით აძლევდნენ ინტერპრეტაციას.უმეტეს შემთხვევაში იმპრესიონისტები სუფთა ჰაერზე,ბუნებაში ხატავდნენ.სინათლე მათთვის ძირითადი ელემენტი იყო.ისინი უარს ამბობდნენ ბნელ ფერებზე.იყებდნენ ნათელ,წმინდა ფერებს და ცალკეულ ფენებად დებდნენ ტილოზე.
იმპრესიონისტების ტილოები ცვალებად ბუნებას,წამიერ სილამაზეს გადმოსცემდნენ.ისინი არ ეძებენ იდეალურ სილამაზეს,მარადიულობას,რაც კლასიკურ ხელოვნებაში მთავარი იყო.

No comments:

Post a Comment